| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ზვიადაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანათ-მათემატიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით მათემატიკა 2005 წელს; მაგისტურა 2007 წელს; დოქტორანტურა 2013 წელს. 2009-2010წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2010-2024წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრაზე ასისტენტ-პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ფუნქციონალური სივრცეები და ფურიეს მწკრივების კრებადობის საკითხები. მას მიღებული აქვს შედეგები ფურიეს ტრიგონომეტრიული და ზოგადი ორთოგონალური მწკრივების კრებადობისა და განშლადობის საკითხებზე სხვადასხვა ფუნქციონალურ სივრცეებში. გამოკვლეული აქვს ცვლადმაჩვენებლიანი ლებეგის სივრცეებისა და განზოგადებული სასრული ვარიაციის კლასების თვისებები. მონაწილეობდა 6 სამეცნიერო-საგრანტო პროექტში, რომლებიც დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (2010), მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2013). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

