The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო აბესაძე

ნინო აბესაძე
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1965  (61 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სტატისტიკის სპეციალობით 1987 წელს;  სწავლა განაგრძო ფაკულტეტის ასპირანტურაში.

2006 წლიდან არის ეკონომიკისა და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ეკონომიკის აკადემიური დოქტორი გაეროს ექსპერტი ფასების სტატისტიკაში; სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2017); საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, გერმანიის აკადემიის გაცვლის სამსახურის (DAAD) სამგზის სტიპენდიატი; 2014-2023წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კოლეგიის წევრი (2019); ეკონომიკისა და სოციალური სტატისტიკის კათედრის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017); არის სახელმძღვანელოს, სალექციო კურსისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი და თანაავტორი: "ტურიზმის სტატისტიკის სრულყოფისათვის საქართველოში" (2011); "ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის" (2012); "ბიზნესინფორმაციის საიმედოობა და მისი ხარისხის გაზომვის სტატისტიკური მეთოდები" (2010); მონაწილეობდა 50-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, 20-ზე მეტ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და საგრანტო პროექტში; სამგზის გამარჯვებული სტუდენტური პროექტების კონსულტანტი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალთა დასაქმების სტატისტიკური შესწავლა და რაციონალიზაცია: (არასაწარმოო სფეროს მაგალითზე)", დაიცვა 1993. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: