The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კვირიკაძე

ნინო კვირიკაძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1989  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს. 

1931-1933წწ. ქ. ლენტეხის (ქვემო სვანეთი) საექიმო პუნქტის გამგე; 1933-1936წწ. ქ. თბილისის ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (შემდგომ რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო) ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1936-1940წწ. ქ. მოსკოვის საკავშირო ცენტრალური ტუბერკულოზის ინსტიტუტის ასპირანტი ბიოქიმიის განხრით; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1940, ქ. მოსკოვის საკავშირო ცენტრალური ტუბერკულოზის ინსტიტუტი); 1941-1944წწ. ქ. თბილისის 1562-ე ევაკოჰოსპიტლის თერაპიის განყოფილების უფროსი; 1946-1951წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1951-1954წწ. აქვე - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1954-1956წწ. აქვე - ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1959-1979წწ. ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე; 1979-1987წწ. ამავე ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ბიოქიმიკოსი; 1987-1989წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე; 1989 წლიდან დამსახურებული პენსიონერი. იგი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით გამორჩეული იყო. 57 მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 43 დაბეჭდილი თეზისებისა და სტატიების ავტორი, რომლებიც საქართველოს საკავშირო თუ უცხოეთის სამეცნიერო კონფერენციების შრომათა კრებულებსა და კომპეტენტურ ჟურნალებში იბეჭდებოდა. დაჯილდოებულია მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით. ექიმი-ბიოქიმიკოსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.647-648

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ კომპარტია, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: