The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ავთანდილაშვილი

მაია ავთანდილაშვილი
Date of birth:7 April, 1962  (64 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1984 წელს; ასპირანტურა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით (1989).

1984-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის რადიონახშირბადისა და დაბალი რადიოაქტივობების ლაბორატორიაში. 1996-2002წწ. მონაწილეობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონულ პროექტში შავი ზღვის გარემოს დაბინძურების შესწავლის მიზნით. IAEA-ის დაფინანსებით, გაიარა სტაჟირება გერმანიის წამყვან რადიოანალიტიკურ ლაბორატორიაში (1999). მოიპოვა დაფინანსება აშშ-ის აიდაჰოს შტატის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევით პროგრამაში სწავლის გასაგრძელებლად (2006). დოქტორანტურის პერიოდში მიენიჭა აშშ-ის ჯანმრთელობის ფიზიკის საზოგადოების პრესტიჟული Burton J. Moyer-ის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი გამოყენებითი ფიზიკის დარგში, სპეციალიზაციით ჯანმრთელობის ფიზიკა (2011). 2012 წლიდან მოღვაწეობს ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაცევტული მეცნიერების კოლეჯის ფარგლებში მოქმედ ტრანსურანული ელემენტებისა და ურანის რეგისტრებში (USTUR). 2012-2017წწ. იყო მეცნიერი თანამშრომელი; 2017-2023წწ. ასისტენტ პროფესორი; 2023 წლიდან ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევები ფოკუსირებულია რადიაციულ დოზიმეტრიაზე, რადიონუკლიდების ბიოკინეტიკის მოდელირებაზე და რადიაციულ დაცვაზე, განსაკუთრებით პროფესიულ გარემოში. აშშ-ში მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აქტინიდების - პლუტონიუმის, ურანისა და ამერიციუმის - ბიოკინეტიკისა და დოზიმეტრიის კვლევაში. არის 30-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. არჩეული იქნა აშშ-ის რადიაციული დაცვისა და გაზომვების ეროვნული საბჭოს (NCRP) წევრად (2023). 2022-2025წწ. მუშაობდა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) კონსულტანტად. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის: NCRP, აშშ-ის ჯანმრთელობის ფიზიკის საზოგადოება, ამერიკის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ANSI), ევროპის რადიაციული დოზიმეტრიის ჯგუფი (EURADOS) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). გარდა კვლევისა, კითხულობს ლექციებს საერთაშორისო დონეზე, არის წამყვანი სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი ჯანმრთელობის ფიზიკისა და რადიაციული დაცვის სფეროში.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


Share: