The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ უგრეხელიძე

გრიგოლ უგრეხელიძე
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:1993  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავას (ლინდაუ) მკვიდრი გრიგოლ უგრეხელიძე 1992 წლის სექტემბერში რიგითად ჩაეწერა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს ჭურვის აფეთქების შედეგად. (საბრძოლო მოქმედებების გართულების გამო, თანამებრძოლებმა ვერ შესძლეს დაღუპულის გამოყვანა ბრძოლის ველიდან და მისი ნეშტი დაუსაფლავებელი დარჩა). გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების მამა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.399


გააზიარე: