| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ურიდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან უფროსი სერჟანტის წოდებით დაბრუნდა. 1990 წელს ჩააბარა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალში, პარალელურად მუშაობდა სოხუმის რაიონულ კომიტეტში სამეურნეო სამსახურის უფროსად. აფხაზეთში ომის დაწყების დროს მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის პირველ ბატალიონში, ყველა საბრძოლო ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 1-5 იანვრის გუმისთის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში, ლეიტენანტის წოდების მიღების შემდეგ პირველი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაურად დაინიშნა. 1993 წლის 16-17 მარტს მდინარე გუმისთასთან შეტევითი ბრძოლის დროს დიდი სიმამაცე გამოიჩინა. დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს სოფელ ბირცხასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.400 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

