The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ვეზირიშვილი

ქეთევან ვეზირიშვილი
Date of birth:18 May, 1962  (64 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჯინერ-სამრეწველო-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთობების ფაკულტეტი 1993 წელს; ი. ჭავჭავაძის უცხოენათა სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენის მთარგმნელის კვალიფიკაციით 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2005 წელს.

2011 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსებისა და მათი გამოყენების განყოფილებაში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. არის 165 სამეცნიერო სტატიისა და 45 სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესებსა, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2016).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: