The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია კერესელიძე

ნატალია კერესელიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1964  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1987 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტურანტურა 2015 წელს.

1987 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში): 1987-1995წწ. ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1995-1997წწ. ელექტრომექანიკის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, 1997-2015წწ. ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის სასწავლოსამეცნიერო ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 2015-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ელექტრომექანიკის მიმართულება, უფროსი მასწავლებელი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ენერგეტიკის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესიული სწავლების საფეხური, მასწავლებელი. 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი (2015), პროფესორი (2015).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: