The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელისაბედ ყაზბეგი

ელისაბედ ყაზბეგი
Other name:ლიზა ყაზბეგი
Date of birth:1844
Date of death:1915  (at 71 years)
Category:Educator, Publicist, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა.

ელისაბედ ყაზბეგი დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. ელისაბედმა პეტერბურგში საბებიო სასწავლებელი დაამთავრა. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხალისედ მუშაობდა ოზურგეთის "რიონის რაზმის" ლაზარეთში, იყო მოწყალების და. პეტერბურგში სწავლის დროს, 1873 წელს მან თბილისში გამოაგზავნა მეტად საინტერესო სტატია ქალთა უმაღლესი განათლების შესახებ, რომელიც გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა (№18), ხოლო მომდევნო წელს "სასოფლო გაზეთში" გამოქვეყნდა მისი მეორე წერილი "მოხევეების ზოგიერთი ცრუმორწმუნეობა" (1874 წელი №14), როცა ელისაბედ ყაზბეგის სტატიები თბილისის პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა, იგი ძმასთან - რაფიელ ყაზბეგთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგში რევოლუციურ-ხალხოსნურ" ქართველთა წრეში". წრის საქმიანობის ჩავარდნის შემდეგ ორი წლით დააპატიმრეს, გათავსუფლდა 1876 წლის თებერვალში. ელისაბედ ყაზბეგი 1883 წელს ალექსანდრე ყაზბეგთან ერთად გამოსულა სცენაზე: "არწრუნის თეატრი, კვირა, 6 თებერვალი, ბენეფისი მოხევისა, ქალბატონ ელისაბედ ყაზბეგის მონაწილეობით". ელისაბედ ყაზბეგი ცნობილი იყო საქართველოში თავისი საზოგადოებრივ-ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობით. ანტონ ფურცელაძის ცნობით, იგი თავის დასთან, ოლღა ყაზბეგთან ერთად იმ მცირერიცხოვან ქართველ ქალთა შორის იყო, რომლებიც გაბედულად არღვევდნენ პატრიარქალურ ტრადიციებს და აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ-თეატრალურ საქმიანობაში. "ეს ორი პატივცემული დანი იყვნენ იმ დროის ინტელიგენტურ წრეებში ერთი უკეთესი მოღვაწეთაგანი". 1879-1880 წლებში ელისაბედ ყაზბეგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ახალციხეში. 1897 წელს ელისაბედ ყაზბეგმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნსაცავს შესწირა ძველი სიგელ-გუჯრები, წიგნები, ფული, პორტრეტები, არქეოლოგიური ნივთები და სხვ. მას ეკუთვნის ნიჭიერად დაწერილი მემუარები. დიდია ელისაბედ ყაზბეგის დამსახურება მოხევეთა სწავლა-განათლების საქმეში. მოწყალების და, ივანე ამილახვრის მიერ ჩამოყალიბებული წითელი ჯვრის ქართული რაზმის წევრი, საზოგადო და თეატრალური მოღვაწე, მემუარისტი. ელისაბედ ყაზბეგის მოგონებები გამოქვეყნებულია ჟურნალ "მნათობის" 1924 წლის №5, №7-8 და 1926 წლის №1 ნომრებში. გაბრიელ ყაზბეგის შვილიშვილი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილი, დიმიტრი (მიტკა), გიორგი, ივანე (იან), რაფიელ (ფიდო) და ოლღა ყაზბეგების და. ქველმოქმედი.

წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ.79-80

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი ახალციხეში (1879-1880)

Share: