| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ქორჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1970წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის ექიმ-ექსპერტად; 1970-2004წწ. ქ. თბილისის N15 ქალთა კონსულტაციის ექიმი-თერაპევტი, პროფკომიტეტის თავმჯდომარე; გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარგზავნით სამუშაო ადგილით 45 დღით იმყოფებოდა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში, სადაც იმაღლებდა კვალიფიკაციას (1989), გაიარა ქ. თბილისის სამედიცინო აკადემიის ორთვიანი კურსები თერაპიაში (1993). დაჯილდოებული იყო მედლებითა და მადლობებით. ექიმი-თერაპევტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.659-661 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

