The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ალექსანდრია

გიორგი ალექსანდრია
Date of birth:7 November, 1918
Date of death:22 February, 1991  (at 72 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყულევი, ფოთის რაიონი.

დაამთავრა ფოთის პოლიტექნიკური შრომის პედაგოგიური ტექნიკუმი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; იყო სტალინის სახელობის სტიპენდიანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა მათემატიკური ფიზიკის სპეციალობით. 

1936-1939წწ. მუშაობდა სოფელ ყულევში სკოლის მასწავლებლად; გაიწვიეს სამხედრო სამსახურში (1939). 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 10.I.1943 წელს იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე. სტალინგრადზე იერიშისას მიიღო მეორე მძიმე ჭრილობა, დაკარგა მარჯვენა ხელი; დაიცვა დისერტაცია თემაზე - "წრფივი შეუღლების ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანა და განსაკუთრებული სახის სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემები", მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი 1952 წელს და დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრაზე ასისტენტად; 1955-1991წწ. მუშაობდა ამავე კათედრაზე დოცენტის (1956) თანამდებობაზე; 1971-1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ფაკულტეტის დეკანი; სამეცნიერო შედეგები ჰქონდა მიღებული კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში; მათემატიკის აქტუალურ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო შრომა; მისი შრომები შეეხება კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს, შეისწავლის ჰილბერტისა და რიმან - ჰილბერტის ტიპის სასაზღვრო ამოცანებს სხვადასხვა გადაადგილებით, როგორც ანალიზურ, ასევე განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა კლასში; იყო ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი. ის 5-ჯერ აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სახალხო მსაჯულად, იყო მსაჯულთა საბჭოს წევრი. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიასა და მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაღალკვალიფიციურ ფიზიკოსთა თაობის მომზადების საქმეში. დაჯილდოვებული იყო 3 ორდენითა და 6 მედლით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (1952), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1952).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მათემატიკური საზოგადოება, წევრი (1962-)

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • უმაღლესი განათლების დამსახურებული მოღვაწე

Share: