| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ალშიბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-2014წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე; 2006-2009წწ. იყო ამავე კათედრის პროფესორი; 1952 წელს მოღვაწეობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს დიფერენციალურ გეომეტრიას, კერძოდ, ჰიპერსიბრტყითი ელემენტების განაწილების გეომეტრიას აფინურ სივრცეში, რომელიც შეისწავლება კარტან-ლაპტევის ინვარიანტული მეთოდით; მან შეადგინა ჰიპერსივრცითი ელემენტების განაწილების დიფერენციალური განტოლებები, განსაზღვრა ასიმპტოტური და არჰოლონომიურობის ტენზორი და ააგო განაწილებასთან შინაგანად და ინვარიანტულად დაკავშირებული აფინური და პროექციული ნორმალები, და ნორმალთა სხვადასხვა კონები. მან შემოიღო ახალი ინვარიანტული აფინური ნორმალი და დაადგინა მისი თვისებები და გეომეტრიული არსი; ააგო სიმრუდის და გრეხის ტენზორი, რის საშუალებითაც ნებისმიერი ნორმალისთვის განისაზღვრება ინდუცირებული ბმულობა; შეისწავლა განაწილების სისრულე და დაამტკიცა, რომ განაწილების მესამე რიგის ფუნდამეტური ობიექტი არის სრული; მისი კვლების შემდგომ სფეროს წარმოადგენდა ჰოლონომიური განაწილება, როგორც ჰიპერზედაპირების გეომეტრიის ნაწილი. ამ განაწილებისთვის მან დაადგინა კავშირი ბომპიან-პანტაზის თანადობასა და მიმხები ჰიპერკვადრატიკებით დამყარებულ პოლარიტეტს შორის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2006), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1972). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

