| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ ნიკოლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.
1991 წელს გაიწვიეს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, მსახურობდა შინაგანი ჯარის № 054 ნაწილში. აფხაზეთის ომში, 1993 წლის 2 ივლისს, სოფელ კინდღში, მოწინააღმდეგის მიერ დესანტის გადმოსხმის დროს, საბრძოლო დავალების შესრულებისას, სერჟანტი ბესიკ ნიკოლიშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 2023 წლის დეკემბერში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ბესიკ ნიკოლიშვილის ნეშტი აფხაზეთიდან გადმოასვენეს და მშობლიურ სოფელ მარტყოფში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

