| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან გახოკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაგერა, ოჩამჩირის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 15 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში. დაიღუპა 1992 წლის 11 ოქტომბერს დაბა ტამიშში საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა, კობა ლეთოდიანმა და პაატა ვეკუამ გამოასვენეს. აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის ოცეულის მეთაურის მოადგილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. დიმიტრი (მარლენ) გახოკიძის ძმა. წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: veterans.gov.ge; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

