| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ამაღლობელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1985 წელს. 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ჯგუფთა თეორია, ალგებრული გეომეტრია ალგებრულ სისტემებზე, ალგებრის ალგორითმული პრობლემები. არის ალგებრის სახელმძღვანელოს (სამი ნაწილი) ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1994), დაიცვა ს. სობოლევის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში (ნოვოსიბირსკი, რუსეთი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი (2004). არის ფ. მ. დოსტოევსკის სახელობის ქ. ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (რუსეთი, 2018). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

