The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ყაზბეგი

ნიკოლოზ ყაზბეგი
Date of birth:1868
Date of death:1924  (at 56 years)
Category:Translator, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა.

1887 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ჩრდილოეთ ოსეთში, კახეთში, აზერბაიჯანში. 1896 წლიდან სრულიად უფასოდ ემსახურებოდა სახალხო თეატრს. ნიკოლოზ ყაზბეგი იყო კავკავის მუდმივმოქმედი თეატრისა და სიღნაღის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ორივე თეატრში მუშაობდა რეჟისორად. იგი ასევე იყო მუსიკალური საზოგადოების, "შევარდენის", მონადირეთა კავშირისა და მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე. ნიკოლოზ ყაზბეგის ინიციატივით დაარსდა სიღნაღის საშუალო სასწავლებელი. მუშაობდა ტექნიკუმის გამგის მოადგილედ და მუშათა კლუბის დრამატული სექციის ხელმძღვანელად. 1914 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების მუშაობაში. მან რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის "სიმონა" და ალექსანდრე ყაზბეგის "მოძღვარი", რომელიც დაიბეჭდა რუსულ გაზეთ "Терек"-ში, ასევე შეკრიბა, რუსულ ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა რამდენიმე აზერბაიჯანული ზღაპარი. გაბრიელ ყაზბეგის შთამომავალი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილიშვილი, დიმიტრი (მიტკა) ყაზბეგის შვილი, როსტომ ყაზბეგის ძმა.

წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ.82


Share: