The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ქოქრაშვილი

ვაჟა ქოქრაშვილი
Date of birth:25 July, 1956  (69 years)
Category:Artist, Actor/Actress

Biography

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1999წწ. მუშაობდა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი; თეატრში მოღვაწეობის პერიოდში შესრულებული როლები: ჯოკია ("მთვარის მოტაცება", ავტ. კონსტანტინე გამსახურდია, რეჟ.: ანზორ ქუთათელაძე), ჭინკა ("ღამის ამბავი", რეჟ.: მიშა ბუკია), თავფარავნელი ჭაბუკი ("თავფარავნელი ჭაბუკი", ავტორი გურამ დოჩანაშვილი, რეჟ.: ნუკრი ქანთარია), გამომძიებელი ("დაკითხვა",  რეჟ.: თამაზ მესხი), მიქელე ("ცილინდრი", ავტორი ედუარდო დე ფილიპო, რეჟ.: თამაზ მესხი), კახა გამრეკელი-თორელი ("შემომეყარა ყივჩაღი", რეჟ.: თამაზ მესხი), ლევანი ("ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან", ავტორი ოტია იოსელიანი, რეჟ.: შოთა კობახიძე), უჩა ("რექვიუმი ვერცხლის ქორწილისათვის", ავტორი თ. ბაძაღუა), ადამი ("მოლდა", ავტორი ი. პიუ რეჟისორი იან შკურია), პარტკომი ("პერსონალური საქმე", ავტორი შ. ჩხაიძე, რეჟ.: თამაზ მესხი), მეხანძრე ("სარკოფაგი", რეჟ.: თამაზ მესხი), კოკა ("ჩიტების ბაზარი", ავტორი თამაზ ჭილაძე, რეჟ.: თამაზ მესხი), არჩილი ("ოთარაანთ ქვრივი", ავტორი ილია ჭავჭავაძე), ორაციო ("მარადიული კომედია", ავტორი მერაბ გეგია, რეჟ.: შოთა კობიძე), პასტორი ("მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი"), თარაშ ემხვარი ("მთვარის მოტაცება", ავტორი კონსტანტინე გამსახურდია, რეჟ.: რეზო მირცხულავა), ნასტანგი ("მომთაბარენი", რეჟ.: ლევან სვანაძე), გიო ("ათვინიერებენ მიმინოს", რეჟ.: ლევან სვანაძე), გამნათებელი ("ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის", რეჟ.: ლევან სვანაძე), "აქვარიუმი" ავტორი თამაზ ჭილაძე. 1981 წლიდან ოფიციალურად დაინიშნა კინომსახიობად კინოსტუდია "ქართული ფილმ"-ში, რეზო ჩხეიძის რეკომენდაციით, და მუშაობდა სტუდიის სრულ დაშლამდე; 1993-1994წწ. მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურულ ღონისძიებებში : იოჰანესბურგი, კულტურული გაცვლითი პროგრამა. საქართველოს კულტურის სამინისტრო-ს მიწვევით, რეჟისორთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, როგორც მსახიობმა; 1995-2000წწ. შრომითი საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში; გადაღებულია კინოფილმებსა და ტელეფილმებში: ლადო აბულაძე ("კაპიტნები", რეჟ.: თამაზ გომელაური, 1974), "დათა თუთაშხია" (გიგა ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია, 1978), "დიმიტრი II" (რეჟ.: ბუბა ხოტივარი, 1982), "ძმა" (რეჟ.: თემურ ბაბლუანი, 1981), "Long Way Through the Labyrinth" (უკრაინა, 1981), "როდესაც ჩაიქროლებს, რაც ვერ ჩაგივლის" (რეჟ.: კახა მელითაური, 1988), ლერი ("ცეცხლთან თამაში", რეჟ.: ალექსანდრე (ალეკო) ნინუა, 1990), მამის როლი ("სეზონი", რეჟ.: დ. ბორჩხაძე, 2010), საქმრო ("აქედან და შენამდე"), კგბ-ს თანამშრომელი ("წყალსაცავი", რეჟ.: კახა მელითაური), სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ("427 ცელსიუსი", რეჟისორი ამერიკელი), კგბ-ს თანამშრომელი ("პანიკის გარეშე"), პრეზიდენტი (სერიალი "ჩცდ"), გერმანელი პოლკოვნიკი ("ქერჩში დაკარგულები"), გუჯა, მომმარაგებელი ("სამზარეულო", რეჟ.: ი. ჩხიკვაძე); მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე სატელევიზიო რეკლამასა და გახმოვანებაში; მიღებული აქვს მოწვევები მსახიობის როლებზე "ოდესის კინოსტუდიასა" და "მოსფილმის" კინოპროექტებში; 1981 წლიდან ოფიციალურად დაინიშნა კინომსახიობად კინოსტუდია "ქართული ფილმ"-ში, რეზო ჩხეიძის რეკომენდაციით, და მუშაობდა სტუდიის სრულ დაშლამდე; 1993-1994წწ. მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურულ ღონისძიებებში : იოჰანესბურგი, კულტურული გაცვლითი პროგრამა. საქართველოს კულტურის სამინისტრო-ს მიწვევით, რეჟისორთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, როგორც მსახიობმა; 1995-2000წწ. შრომითი საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აფხაზეთის ომის ვეტერანი (1992-1993), თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


Share: