The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან სიმონიშვილი

ქეთევან სიმონიშვილი
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1918  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ქ. სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს; თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1939 წელს.

1939-1941წწ. მუშაობდა თერაპიის სტომატოლოგიის კათედრაზე ორდინატორად; 1941-1948წწ. ამავე კათედრის ასისტენტად; 1948-1956წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად; 1956-1964წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიის პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე; 1964-1977წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიის პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1977-1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1981 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; არის 50 სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია ბევრი მედლით, სიგელითა და მადლობით. უმაღლესი კატეგორიის ექიმი - სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურებანი ზოგიერთი ქრონიკული სპეციფიკური ავადმყოფობის დროს", დაიცვა 1966 წელს. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.693-695

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • სტომატოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: