| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ამირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1988წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორანტად; 1986-1993წწ. მეცნიერ-თანამშრომლად; 1986-2010წწ. უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ნანოგანზომილებიანი წვრილდისპერსული ცეოლითური მასალები მიღება და კვლევა; ახალი სახის ბაქტერიციდული სორბენტების მიღება და კვლევა; ცეოლითური შემავსებლების შექმნის მექანიზმების კვლევა ქაღალდის წარმოებაში გამოყენების მიზნით; მიკროელემენტების შემცველი პროლონგირებადი ქმედების ცეოლითური სასუქების შექმნა და ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე დიდი იონმიმოცვლის ტევადობის მქონე სორბენტების მომზადება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ძირითადი მონაწილეა. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიორგანოსულფიდების სინთეზი C2-C5 ალკანოიდების და 2-ჰიდროქსიეთილ-ალკილსულფიდების საფუძველზე", დაიცვა 1992 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

