| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე აპლაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით მათემატიკა. 1993-2010წწ. მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე მასწავლებლად, დოცენტად და ასოცირებულ პროფესორად; 2006 -2010წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი; 2015-2020წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის ასისტენტ-პროფესორი; მისი ძირითადი შრომები ეხება სხვადასხვა კლასის ფუნქციებისთვის ფურიე-ჰაარის კოეფიცინტთა მწკრივების აბსოლუტურად კრებადობის საკითხებს, ასევე ტრიგონომეტრიული მწკრივებით ფუნქციათა აპროქსიმაციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

