The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინა არაბიძე

ირინა არაბიძე
Date of birth:7 December, 1969  (56 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ირკუტსკი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2006 წელს.

1987-1988წწ. მუშაობდა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოში ტექნიკოსად; 1995-1997წწ. ხელოვნების მენეჯერთა მომზადების უმაღლესი სასწავლებლის ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს საპატრარქოს არქივის თანამშრომელი (2006); კრებულის "ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები" რედ. მოადგილე (2023). არის 45-ზე მეტი ნაშრომის, 2 წიგნის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის სრულიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების ავტორი/თანაავტორი. ძირითადად იკვლევს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან (1917), მისი უფლებების განხორციელებასთან, მის წინააღმდეგ რუსული ეკლესიის, "განახლების მოძრაობისა" და საბჭოთა ხელისუფლების ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა მხრიდან საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარების (1990) პროცესს; ახლადგამოვლენილი წყაროების საფუძველზე გამოიკვლია ზოგიერთი ქართველი მოღვაწის წვლილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა აღდგენა-განხორციელებაში. მისი ინტერესის სფეროა დავით სარაჯიშვილის (1848-1911) მოღვაწეობის კვლევა, ჰაიდელბერგის არქივში მოპოვებული მასალის საფუძველზე დაადგინა მისი ბიოგრაფიის უცნობი დეტალები. ისტორიის დოქტორი (2006). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Member of Organizations

  • ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოება, წევრი (2019-)

Bibliography


Share: