The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია არგანაშვილი

გია არგანაშვილი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო კინოსა და თეატრის ინსტიტუტი 1987 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის (ქართული ლიტერატურის ისტორია) სადოქტორო პროგრამა 2023 წელს.

1979-1991წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი-თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1991წწ. კინოსტუდია "კვალის" მთავარი რედაქტორი; 1992-1996წწ. გაზეთ "სამრეკლოს" მთავარი რედაქტორის მოადილე; 1998-2000წწ. ტელეკომპანია მე-9 არხის მთავარი რედაქტორი; 2000–2001წწ. ჟურნალ "სწავლა მოსწავლეთას" მთავარი რედაქტორი; 2004-2007წწ. ინტერნიუსის მთავარი რედაქტორი; 2010 წელს შპს "მასტერ მედია" მედია კორდინატორი; 2018 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევის სფეროა XXI და XX ს-ის ქართული მწერლობა. ის მუშაობს რომანტიკოსთა თაობის წამომადგენლების ალ. ჭავჭვაძის და ნ. ბარათაშვილის  შემოქმედებაზე, ასევე კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლლების ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის და ი. გოგებაშვილის ნაწარმოებებზე. ქართული ლიტერატურის მაგალითზე იკვლევს მედიაციის როლს მხატვრულ კონფლიქტში ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ალ. ყაზბეგის შემოქმედებაში, ასევე ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობის ფონზე. ფილოლოგიის დოქტორი (2023), კინოსცენარისტი. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: