| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი არსენაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1975 წელს; პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტთან არსებული ბანახის საერთაშორისო ცენტრის მსმენელია (1979); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი საბაჟო და საგადასახადო საქმიანობის ორგანიზებისა და მართვის სპეციალობითით 2001 წელს. 1975-1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებისმეტყველების და ტექნიკურ მეცნიერებათა ისტორიის საბჭოს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ოპტიმალური მართვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალობით და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის კვალიფიკაცია (1987); იმაღლებდა კვალიფიკაციას სემინარებსა თუ ტრენინგებზე საქართველოსა და საზღვარგარეთ; მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე და პარალელურად აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1971-2002წწ. იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გადამხდელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდების სამმართველოს უფროსი; 2002-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოცენტი; 2008 წლიდან ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი; აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში, თანამშრომლობს უცხოეთის უნივერსიტეტთან: ვარშავის, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნანტის უნივერსიტეტი და სხვა. გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი და სტატია. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

