The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან არჩვაძე

ქეთევან არჩვაძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1965  (61 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1989 წელს; საქართველოს სასულიერო აკადემიის ანტროპოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტურანტურა კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით მემცენარეობის პროდუქტების პირველადი გადამუშავება და შენახვა 2012 წელს.

2015-2018წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ახალი სახის პოლიმერების სინთეზი და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში. თანაავტორია მონოგრაფიების და მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. დაიცვა დისერტაცია თემაზე "ჰელიოსაშრობში ხილბოსტნეულის შრობის რაციონალური რეჟიმის დამუშავება მცირე ფერმერული მეურნეობისათვის" და მიენიჭა სასურსათო ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი (2012).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: