The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ ლომოური

ანტონ ლომოური
Date of birth:7 November, 1921
Date of death:21 January, 1977  (at 55 years)
Burial location:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943-1944წწ. იყო ქ. თბილისის ევაკოჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი; 1944-1946წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1946-1956წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უმცროსო მეცნიერ-თანამშრომელი; 1956-1967წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1977წწ. აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გულის ქრონიკული იშემიური დაავადების განყოფილების უფროსი. იგი 100 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ნაშრომები ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა დაავადების აქტუალურ საკითხებს, რომლებიც იბეჭდებოდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებულებში და სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალებში. იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონგრესების, ყრილობების, კონფერენციების და სესიების მუშაობაში (ქალაქები: პრაღა, მოსკოვი, ლენინგრადი, ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი). დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები კაპილარების განვლადობის, პლაზმის ცილებისა და ნარჩენი აზოტის მდგომარეობის შესახებ ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.759-761

Member of Organizations

  • აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ქ. თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Share: