The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერეკლე ასტახიშვილი

ერეკლე ასტახიშვილი
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1990წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991წწ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლური ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი, მეცნიერ-თანამშრომელი (ძვ. ახლო აღმოსავლეთის ისტორია); 1994-2006წწ. საქართველოს სახელმწიფოსა და სახალხო დიპლომატიის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი; 1994-1999წწ. ინდიანაპოლისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში; 1995-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 2004-2006წწ. დირექტორი; 1992-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სირიოლოგიის კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე; 1999–2010წწ. კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორი; 2006–2010წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; 2009– 2010წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010–2012წწ. ევროკავშირის საგანმანმანათლებლო პროგრამა ტემპუსის ექსპერტი; 2010-01.03-2023წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2017-2020წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; 2019-2021წწ. შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი; 2022 წლიდან ევროკავშირის ევროპის კვლევების არეას ფორუმის ეროვნული საკონტაქტო პირი (ERA FORUM NCP); 2022 წლიდან ჰორიზონტი ევროპას ერთობლივი სამეცნიერო ცენტრის ეროვნული საკონტაქტო პირი (JRC NCP); 2022-17.02-2023წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; 2021-2022წწ. შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე; 2022 დეკემბერი - 13.09.2023წწ. შ. რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 2023 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, სემინარებში და კონფერენციებში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნ. კანდიდატი (1988); ფილოსოფიის დოქტორი (მსოფლიო ისტორია: ძველი ახლო აღმოსავლეთის კვლევები, 1988); ხელოვნების მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში (ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, 2000).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: