| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1926-1928წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მეან-გინეკოლოგიის კლინიკის (ხელმძღვანელი პროფესორი გაბრიელ ღამბარაშვილი) ექიმი-გინეკოლოგი; 1928-1932წწ. დაბა ხარაგაულის რამდენიმე სოფლის ექიმი-გინეკოლოგი; 1933-1982წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის ქ. თბილისის მე-4 სამკურნალო სამმართველოს მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი-გინეკოლოგი; პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის ქალთა კონსულტაციაში; ასევე, ომის პერიოდში კონსულტაციებს უწევდა ქალთა კონტინგენტს; გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმი, უწევდა ასისტენტობას ოპერაციის დროს გამოცდილ ოპერატორ ექიმებს პროფესორებს: აკაკი ბაქრაძეს და სოსო ღოღობერიძეს; ხშირად ქვეყნდებოდა მისი სტატიები მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. დაჯილდოებული იყო ბევრი სიგელითა და მადლობით, ორი მედლით; ცნობილი პედიატრის ირაკლი ციციშვილის დედა. დამსახურებული პენსიონერი (1972), მეან-გინეკოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.777-779 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

