The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაროსლავ ქალდანი

იაროსლავ ქალდანი
სხვა სახელი:გელა ქალდანი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1945
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების კათედრაზე გააგრძელა მუშაობა. იაროსლავ ქალდანი ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას, გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომები, მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე. 1985-1989 წლებში, როგორც მაღალი რანგის სპეციალისტი, მივლინებით იმყოფებოდა ნიგერიაში. 1989 წლიდან მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უცხო ენების კათედრაზე. 1991 წელს ამ კათედრის გამგედ დაინიშნა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 1 მარტს ჩაირიცხა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.414-415

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: