| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიტა ცაგარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოჩაჯიხაიში, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1946წწ. ფრონტზე გაწვეული უმცროსი ექიმის მოვალეობას ასრულებდა. 1946-1948წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სხვადასხვა ნაწილის ექიმი: ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, პარაზიტოლოგი, ტოქსიკო-რადიოლოგი. 1968-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის ჯერ მასწავლებელი, შემდეგ უფროსი მასწავლებელი. 1974-2004წწ. პოლკოვნიკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდეგ თსსუ-ის), რექტორის თანაშემწე. დაჯილდოებული იყო როგორც სამხდრო ისე სამოქალაქო ტიპის მედლებითა და ორდენებით. ცნობილი ქართველი სამხედრო ექიმი-ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, პარაზიტოლოგი, ტოქსიკოლოგ-რადიოლოგი, სამხედრო-სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.781-786 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

