| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიაოლღა ყაზბეგის დაბადების თარიღი უცნობია. იგი დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. ოლღა ყაზბეგი ცნობილი იყო საქართველოში თავისი საზოგადოებრივ-ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობით. ანტონ ფურცელაძის ცნობით, ოლღა თავის დასთან, ელისაბედ (ლიზა) ყაზბეგთან ერთად იმ მცირერიცხოვან ქართველ ქალთა შორის იყო, რომლებიც გაბედულად არღვევდნენ პატრიარქალურ ტრადიციებს და აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ-თეატრალურ საქმიანობაში. "ეს ორი პატივცემული დანი იყვნენ იმ დროის ინტელიგენტურ წრეებში ერთი უკეთესი მოღვაწეთაგანი". ოლღა ყაზბეგის შესახებ სერგეი მესხი 1875 წლის 3 ნოემბერს ეკატერინე მელიქიშვილს წერდა: "ოლღა ყაზბეგის ქალი ახლოს გავიცანი ახლა. ძალიან კარგი ქალი ყოფილა, პატიოსანი და ჭკვიანი. ჩვენს სკოლაში ისაა ახლა მასწავლებლად". 1882 წელს ოლღა ყაზბეგი ახალციხის ქალთა სასწავლებლის მზრუნველი იყო. 1884 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მმართველობამ მას ახალციხის აგენტობა (პირი, რომელიც მოქმედებს ვინმეს დავალებით) შესთავაზა. ნიკოლოზ ყაზბეგის შვილი, გაბრიელ ყაზბეგის შვილიშვილი, დიმიტრი (მიტკა), გიორგი, ივანე (იან), რაფიელ (ფიდო) და ელისაბედ (ლიზა) ყაზბეგების და. ქველმოქმედი. წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ.80-81 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

