The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ნაცვალაძე

მამუკა ნაცვალაძე
Date of birth:2 June, 1962  (64 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1985 წელს.

1988 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს თბილისის 30-ე საშუალო სკოლაში; 1990 წლიდან გადადის 53-ე საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1989-1992წწ. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდცენტრში ისტორიის სწავლების უფროს მეთოდისტად; 1992-1994წწ.  იაკობ გოგებაშილის სახელობის სამეცნიერო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1992-2000წწ. მუშაობს სულხან-საბა უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად; 2000-2002წწ.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კავკასიოლოგიის კაბინეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1998 წლიდან პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იწყებს ჟურნალისტურ საქმიანობას; ჯერ ახალ ქართულ გაზეთში, განათლების განყოფილების რედაქტორად; 1999 წლიდან საყმაწვილო-საისტორიო ჟურნალ "პარალელების" მთავარ რედაქტორად; 2000 წლიდან მუშაობს ყოველდღიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ რეზონანსში ჟურნალისტად; 2006 წელს იყო გაზეთ "მარათონის" მთავარი რედაქტორი; 2009-2014წწ. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრეს-მდივანი; 2018 წლიდან იწყებს ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობას XVIII ს. 70-90-იანი წლების ევროპის გადანაწილების რუსულ-ავსტრიულ გეგმაზე - ბერძნულ პროექტზე; კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 30-ზე მეტ ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალსა და კონფერენციის მასალებში, მსოფლიოს 18 ქალაქში - კერძოდ: პარიზში (სამჯერ), ოქსფორდში (სამჯერ), კემბრიჯში (ოთხჯერ), ვაშინგტონში, პორტუში, მელბურნში, მოსკოვში, ტოკიოში, რომი, ვენაში, ვარშავაში (ორჯერ), ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, შეფილდში, ლას-პალმასში, ქუთაისში (ორჯერ), თბილისში (ოთხჯერ), თელავში; ეწევა სამეცნიერო სარედაქციო საქმიანობას; 2023-2025წწ. წლებში იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟუნრალის Central Asian Journal of Social Science and History (ISSN: 2660-6836) მთავარი რედაქტორი; აღნიშნული ჟურნალი გამოდის ლას პალმასში (ესპანეთი); არის ხუთი საერთაშორისო-სამეცნიერო ონლაინ გამოცემის სარედაქციო ბორდის წევრი. 90-იან წლებში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობაში - 1989-1991 წლებში იყო ახალგაზრდა პედაგოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე საქართველოს უმაღლეს საბჭოსთან არსებული 9 აპრილის მოვლენათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი. კონკურსები და პროექტები: 1990 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ეროვნული სკოლის კონცეფციის დახურულ კონკურსში მის მიერ წარდგენილ კონცეფციას დევიზით "რენესანსი", მეორე ადგილი მიენიჭა; 2016 წლის მაისიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით გაზეთ რეზონანსში რუბრიკით "საისტორიო კიდობანი" საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის აქტუალურ თემებზე ერთგვერდიანი ფორმატით გამოქვეყნდა მისი 215 წერილი. ისტორიის აკადემიური დოქტორი (2026).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო და ბერძნული პროექტის იმპერიული პარადიგმები", დაიცვა 2026 წელს. 

Bibliography


Share: