The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბალანჩივაძე

ნინო ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს; ასპირანტურა 1995 წელს.

1981-2022წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; 2010-2019წწ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, გარედამკვირვებელი; 2010-2022წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2023 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1+4 პროგრამის ფარგლებში მასწავლებელი. მისი ინტერესთა სფეროა ფოლკლორი, მითოლოგია და საველე კვლევა. 2006-2022წწ. აქვს ფოლკლორულ ექსპედიციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამი სამეცნიერო საგრანტო პროექტის კოორდინატორი და მონაწილე. ფილოლოგიის დოქტორი (1999).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: