| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალბერტ ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლამისყანა, კასპის რაიონი. მუშაობდა რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში. 1993 წლის 30 ივნისს დაინიშნა მე-8 სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილედ. მსახურობდა საქართველოს რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში, ჯერ მე-14 მსროლელთა ჯგუფში, შემდეგ მე-17 მსროლელთა ჯგუფის "იოტა" ასმეთაურად. 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის, გენერალ გენო ადამიას დავალებით 1993 წლის 3 ივნისიდან იმყოფებოდა სოხუმჰესის დასაცავად, სადაც ირიცხებოდა რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფში ასმეთაურად. 1993 წლის 6 ივლისს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და სხვა დაღუპულ ბიჭებთან ერთად საძმო საფლავში დაკრძალეს. თბილისში, ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ალბერტ ქართველიშვილის სახელი. კაპიტანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.417 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

