| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1983-1987 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის უ. ჩხეიძის სახელობის საამშენებლო ტექნიკუმის საამშენებლო ფაკულტეტზე. 1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ყაზახეთის ოლქში, ქალაქ ჯამბულში (სამხედრო წოდება - ზემდეგი). ჯარიდან დაბრუნების შემდეგ თავისი სპეციალობით მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წელს მონაწილეოდა სამაჩაბლოში წარმოებულ შეიარაღებულ კონფლიქტში. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 23 სექტემბერს ქ. სოხუმთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ. სავარაუდოდ დაკრძალულია სოფელ მაჭარკის ძმათა სასაფლაოზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. (ზოგიერთ წყაროში გვარი მოხსენიებულია, როგორც ქართლელიშვილი). წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.419; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

