| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელი ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუნჯუათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1955 წლიდან აკაკი შანიძის ინიციატივით იყო ძველი ქართული ენის კათედრის ლაბორანტი; 1957-1961წწ. ამავე კათედრის ასპირანტი, დოცენტი (1978). 1963 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პედაგოგის ასისტენტი; 1968-1973წწ. ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1974-2005წწ. დოცენტი; 2006-2009წწ. ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. იკვლევდა ძველი ქართული ენისა და ქართული ენის ისტორიული გრამატიკის საკითხებს; ავტორია არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის; წლების განმავლობაში კითხულობდა ძვ. ქართ. ენის კათედრის ყველა ძირითად საგანს: ქართულ პალეოგრაფიას, ძველ ქართულ ენას, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის სპეცკურსს ძველ ქართულ ზმნაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი (2009). საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ზოგიერთი ტიპის მეშველზმნიან ფორმათა ჩასახვა და განვითარება ქართულში" (ხელმძღვ. აკაკი შანიძე), დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაცია თემა - "ზმნის მორფოლოგიურ კატეგორიათა (პირი, რიცხვი, გვარი) ისტორიისათვის ქართულში", დაიცვა 2004 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

