| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1981 წელს; თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტუარა 1986 წელს; თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნე-იურისტის მაგისტრის ხარისხით 2004 წელს. 1981-1982წწ. ცაგერის 91-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1988-1990წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა განყოფილება, განყოფილების უფროსი; 1990-1993წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, პედაგოგიური პრაქტიკის განყოფილება, პედაგოგიკის კათედრა, საუნივერსიტეტო პრაქტიკის ხელმძღვანელი, კათედრის დოცენტი (შეთავსებით); 1993-2004წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, სასწავლო ნაწილი, ქართული და უცხოური ენების კათედრა, სასწავლო ნაწილის უფროსი, კათედრის გამგე; 2005-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრატურის დეპარტამენტი, დოცენტი; 2006 წლიდან საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, საწარმო ინოვაციებისა და ოპერაციათა დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 80 მეცნიერული შრომა, მათ შორის 6 სახელმძღვანელო და 5 მონოგრაფია. უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ექსპერტი, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მეცნიერ-ხელმძღვანელი. საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" მთავარი რედაქტორი. რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. დაჯილდოებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მედლით. გამოცხადებული აქვს პრეზიდენტის მადლობა. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნოიკური უნივერსიტეტისენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

