The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია ბარბაქაძე

ნათია ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1979  (46 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 2002 წელს; ასპირანტურა 2005 წელს.

2005-2011წწ. მუშაობდა გრ. რობაქიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ("Alma Mater") ბიოლოგიის მასწავლებელად; 2005-2010წწ. იყო პ. მელიქიშვილის ფიზიოლოგიისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2010-2018წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიოლოგიისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 2018-2023წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი. გავლილი აქვს აზიის მეორე სასწავლო კურსი "კვების პროდუქტების შემადგენლობის მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოყენება კვების მრეწველობაში" (ინდოეთი, ჰაიდერაბადი, 2006) და "ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის" (უკრაინა, ირპენი, 2011). მისი სასწავლო კურსები და სამეცნიერო ინტერესებია: ორგანული ქიმია, ნანო-ტექნოლოგია და დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. თანაავტორია სამეცნიერო სტატიების, მათ შორის: "Magnetite-doped nanopowder boron nitride for 10B delivery agent in BNCT" (Solid State Sciences, 2024, 154, 107614); "Obtaining Boron Carbide and Nitride Matrix Nanocomposites for Neutron-Shielding and Therapy Applications" (Condensed Matter, 2023, 8(4), 92); "Obtaining ultrafine powders of some boron carbide-based nanocomposites using liquid precursors" (Nanotechnology Perceptions, 2019, 15(3), 243–256); "Synthesis of graphene oxide and reduced graphene oxide from industrial graphite foil wastes" (European Chemical Bulletin, 2018, 7(11-12), 329–333) და ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების თეზისების და შრომების, მათ შორის: "Method of obtaining multicomponent fine-grained powders for boron carbide matrix ceramics production" (Materials Today Proceedings, 2020, 51, 1872–1877). 2005-2008წწ. მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნავთობქიმიური პროდუქტებით გარემოს დაბინძურების კვლევა და რეაბილიტაცია", დაიცვა 2006 წელს.  

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: