The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ცევრენიდი

ივანე ცევრენიდი
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 2000  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზო
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ქ. ყუბანის წითელი არმიის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 

1942-1949წწ. იყო ქობულეთის საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1949-1951წწ. ქობულეთის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე და რაიონის მთავარი ქირურგი; 1953-1955წწ. ქობულეთის რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1953-1955წწ. ქობულეთის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთინების მთავარი ექიმი; 1955-1957წწ. ქობულეთის რაიონული ქირურგი; 1957-1958წწ. საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთინების მთავარი ექიმი; 1958-1965წწ. საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965-1976წწ. ქობულეთის რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1976-1980წწ. ქირურგიული განყოფილების ქირურგი-ორდინატორი; 1980-2000წწ. ქობულეთის რაიონის ცენტრალური პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი; არაერთგზის გამარჯვებული იყო სოციალისტურ შეჯიბრებაში. სამედიცინო საკითხებზე ხშირად გამოდიოდა ლექციებით რაიონის მოსახლეობის წინაშე; დაჯილდოებული იყო ბევრი სიგელით, 6 მედლითა და მადლობით. პირველი კატეგორიის ექიმი-ქირურგი (1965), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010, გვ.787-789

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ-ის წევრი (1946-)
  • ქობულეთის რაიოკომი, წევრი
  • ქობულეთის რაიონული საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • ღირსების ორდენი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: