| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-სისიტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1985 წელს. 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1985-1999წწ. გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1999-2006წწ. მაგისტრატურის დეპარტამენტი, დოცენტი; 2006 წლიდან ენერგეტიკის ფაკულტეტი საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი, პროფესორი; 2011-2019წწ. ეროვნული თავდაცვის აკადემია, საბაკალავრო სკოლა, დირექტორი; 2023 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2025 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

