The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თოხაძე

თამაზ თოხაძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1993  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1953წწ. იყოქ. ვოროშილოვგრადის  (უკრაინა) ქირურგი; 1956 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 1956 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1969 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1970 წელს პროფესორი; 1972-1993წწ. ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე. არის 120 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. სწავლობდა სიყრუის აქტუალურ საკითხებს, ხორხის კიბოსა და კიბოსწინარე მდგომარეობის ზოგიერთ ჰისტოქიმიურ თავისებურებებს და სხვა. ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010, გვ. 793-794


გააზიარე: