| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაისა ბართაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ასტრონომიის სპეციალობით 1946 წელს. 1946 წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. აღმოაჩინა ახ. ვარსკვლავი გველის თანავარსკვლავედში (Nova Serpentis 1948), რაც ობსერვატორიაში აღმოჩენილი პირველი ახალი ვარსკვლავი იყო (1948). 1980-1989წწ. იყო "გალაქტიკის აგებულებისა და ევოლუციის" განყოფილების ხელმძღვანელი. მან საფუძველი ჩაუყარა ვარსკვლავთა სპექტრულ კლასიფიკაციას შედარებით მცირე დისპერსიის სპექტრებით, რაც საბჭოთა კავშირში ახალი სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბდა. შეიმუშავა ორგანზომილებიანი MK-კლასიფიკაციის სპექტრული კრიტერიუმები, პეკულარობათა გათვალისწინებით, აბასთუმნის 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპის სპექტრებისათვის. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები იმ დროისათვის მხოლოდ მიჩიგანის ობსერვატორიასა და აბასთუმანში მიმდინარეობდა. მის მიერ კლასიფიცირებულია 100 000-ზე მეტი ვარსკვლავი, აღმოჩენილია რამდენიმე ასეული პეკულარული ობიექტი. 68 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორის: "მზის სრული დაბნელება და მარტივი დაკვირვებანი" (1954), "მაღალ გალაქტიკურ განედებზე მდებარე B 8 და 9 სპექტრული ტიპების 137 ვარსკვლავის სპექტრული აბსოლუტური სიდიდეები" (1955), "Массовая двумерная спектральная классификация звезд в Площадках Каптейна и применение ее данных к решению звездноястрономических задач" (1979), "კაპტეინის NN 44-67 არეების 6042 ვარსკვლავის სპექტრული კლასებისა და ნათობის კლასების კატალოგი" (თანაავტორი, 1992), "ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია და გალაქტიკის აგებულება" (1999), "The Catalogue of Spectral end Luminosity class of 3879 Stars in Kapteyn Areas Nos (თანაავტორი, 2003). მის შრომებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მიერ შემუშავებულ სპექტრულ კრიტერიუმებსა და ოთხ კატალოგს კაპტეინის 115 არის ვარსკვლავებისათვის. ეს კატალოგები განთავსებულია სტრასბურგის ასტრონომიულ მონაცემთა ცენტრის ბაზაში. იგი ასევე არის სახელმძღვანელოს: "ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია" (1999) ავტორი. მან ჩამოაყალიბა ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაციის სამეცნიერო სკოლა. მისი ხელმძღვანელობით სპეციალურ პრაქტიკას გადიოდნენ თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის, ოდესის უნივერსიტეტების სტუდენტები. მის მიერ აღზრდილი მოწაფეები და ასპირანტები დღესაც აგრძელებენ მუშაობას მისივე მიმართულებით გერმანიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, უკრაინასა და რუსეთში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 სამეცნიერო დისერტაცია. იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) №39 (ვარსკვლავთა სპექტრები) და №45 (ვარსკვლავთა სპექტრული კლასიფიკაცია) კომისიების წევრი (1955-დან) და №45 ორგკომიტეტის წევრი (1976-1982). იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს სპექტრული კლასიფიკაციის კომისიის ხელმძღვანელი და სოციალისტური ქვეყნების პრობლემური კომისიის "ვარსკვლავთა ფიზიკა და ევოლუცია" მუდმივი წევრი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპექტრული აბსოლუტური სიდიდეების განსაზღვრა სუსტი В5-А7 ტიპის ვარსკვლავებისათვის", დაივა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვარსკვლავთა მასობრივი ორგანზომილებიანი სპექტრული კლასიფიკაცია კაპტეინის არეებში და მისი მონაცემების გამოყენება ვარსკვლავთა ასტრონომიული ამოცანების გადაჭრისთვის", დაიცვა 1980 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

