The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა ბენაშვილი

ციალა ბენაშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარიძე, წითელ წყარო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1974 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს.

1993-2005წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილედ; 1993-1997წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და შემდგომ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 2005-2009წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რეფორმების ოფისის მრჩეველი, ადმინისტრაციის სპეციალისტი; 1999-2001წწ. პარალელურად ლექციებს კითხულობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; 2001-2010წწ. საბანკო-საფინანსო უნივერსიტეტში; 1985-1988წწ., და 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სტატია, 2 მონოგრაფია. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1993).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: