The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როსტომ ქობელაშვილი

როსტომ ქობელაშვილი
Date of birth:1967
Date of death:25 September, 1993  (at 26 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიაში. შემდეგ მუშაობდა ისნის ფაბრიკაში მუშად. პარალელურად სწავლობდა მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ლეიტენანტი როსტომ ქობელაშვილი მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა"ავღანელთა" ბატალიონის შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის სატელევიზიო ანძაზე შეტევის დროს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, როსტომ ქობელაშვილის სახელი მიენიჭა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-423-424; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: facebook.com

Awards and Honors

  • 2015 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: