| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ბენდუქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1943წწ. მუშაობდა ასპინძის რაიონის სოფელ ერკოტაში სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად; 1943-1944წწ. მუშაობდა საღამოს მე-3 ათწლედში და ასწავლიდა ფიზიკას მე-10 ქალთა სკოლაში; 1945 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მათემატიკის კათედრის ასისტენტად და პარალელურად კითხულობა მათემატიკის კურსს სამხატვრო აკადემიაში; 1960- 1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრაზე; მათემატიკის ანალიზის კათედრაზე დოცენტად (1969), პარალელურად მუშაობდა კომაროვის სახელობის და 55-ე საშუალო სკოლებში, ხელმძღვანელობდა საკავშირო დაუსწრებელ სკოლას; წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს მათემატიკის სასკოლო კურსის სწავლების შესახებ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, იყო განათლების სამინისტროს მეთოდური საბჭოს წევრი. 1970-1994წწ. დაიწყო ჟურნალ "კვანტში" თავისი სტატიების პუბლიკაცია. 1979-1984წწ. იყო ჟურნალის "ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში" რედაქტორი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს მათამატიკის კავშირის მიერ დაწესებული პრემია მათემატიკის პოპულარიზაციისა და განათლების საქმეში დამსახურებისთვის. იყო სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" რედაქტორი და ავტორი მათემატიკის მრავალი მეთოდური და პოპულარული ნაშრომის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (1958); ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1955); ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ეთნოლოგ ჯულიეტა რუხაძის მეუღლე. ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის მამა. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

