The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან მანჯგალაძე

ქეთევან მანჯგალაძე
Date of birth:27 November, 1917
Date of death:27 April, 1998  (at 80 years)
Burial location:თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი თერაპიულ სტომატოლოგიაში (1939-1943). ამავე ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი (1941-1948). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი (1948-1955), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1950, თემა:"სტომატიტების მკურნალობა ქლორამინითა და მისი ზოგიერთი ფარმაკო-დინამიური თვისებები"), საქართველოს რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე (1956-1960),  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი (1960-1970), დოცენტი (1970), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი (1970-1986), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კათედრის გამგე (1984-1994), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი (1994-1995). მან ორჯერ აიმაღლა კვალიფიკაცია თერაპიულ სტომატოლოგიაში, სტომატოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი, 1973), სემაშკოს სახელობის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი, 1981). 42 სამეცნიერო ნაშრომის, 1 სახელმძღვანელოსი და 1 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 1 მეთოდური რეკომენდაციისა და 37 ნაბეჭდი სტატიის ავტორია. იგი საქალაქო, რესპუბლიკური თუ საკავშირო პრაქტიკულ-სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილე იყო, ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მას დიდი წვლილი მიუძღვის თსსუ-ში ექიმ-სტომატოლოგთა კადრის აღზრდის საქმეში, თანაავტორებთან ერთად შედგენილი ჰქონდა III, IV, V კურსის სტუდენტთათვის ლექცია-პრაქტიკულების მეთოდიკა და სიტუაციური ამოცანები. როგორც მკურნალი  ხშირად ატარებდა კურაციებს, იყო კონსულტანტი რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში. დამსახურებული საზოგადო მოღვაწე აქტიურად მონაწილეობდა კათედრის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.815-816

ავადმყოფის კვნესა უნდა გესმოდეს : ინტერვიუ / ქეთევან მანჯგალაძე ; ესაუბრა რიტა ბაინდურაშვილი // თბილისი.- თბილისი, 1992.- 11 დეკემბერი.- N 181.- გვ.4-5.

 




Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის სახალხო კონტროლი, თავმჯდომარის მოადგილე
  • თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა, მდივანი
  • საზოგადოება "ცოდნა", წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება , წევრი

Awards and Honors

  • "ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავი" - მედალი
  • "ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 30 წლისთავი" - მედალი
  • "ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 20 წლისთავი" - მედალი
  • "1941-1945წწ. წარჩინებული შრომისათვის" - მედალი
  • "1941-1945წწ. სამამულო ომში შრომითი მამაცობისათვის " - ორდენი

Share: