The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან ბერაძე-მესხია

რუსუდან ბერაძე-მესხია
Legal name:რუსუდან ბერაძე
Date of birth:18 December, 1952  (73 years)
Category:Mathematician, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს; ასპირანტურა მათემატიკური ანალიზის მიმართულებით 1978 წელს.

1978-1994წწ. იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური ანალიზისა და ზოგადი მათემატიკის კათედრის მასწავლებელი საათობრივი ანაზღაურების წესით; 1983-1995წწ. ზოგადი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1996- 2006წწ. დოცენტი; 2006-2008წწ. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის ასისტენტ პროფესორი. მისი სამეცნიერო თემატიკაა: ფურიეს მწკრივების აბსოლუტური კრებადობის საკითხები. შესწავლილი აქვს ფურიეს ტრიგონომეტრიული და ჰაარის მწკრივებისთვის განზოგადებული აბსოლუტური კრებადობის პირობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (1996), ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1995). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


Share: