| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1984 წელს. 1989 წლიდან მუშაობს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომელად; 2000-2002)წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ფაზისის" გენერალური დირექტორი; 1993-2000წწ. კითხულობდა ლექციებს სამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტში და 2015-2017წწ. აგრარულ უნივერსიტეტში; 2017 წლიდან კითხულობს ლექციებს და ხელმძღვანელობს მასწავლებელთა მომზადების პროგრამებს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, 2019 წლიდან არის ამ უნივერსიტეტის პროფესორი; 2015 წლიდან არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი; ასწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სპორტს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლებში (საბუნებისმეტყველო ლიცეუმი ათინათი, 1 ექსპერ. სკოლა, ნიუტონის სკოლა, თანამედროვე განათლების აკადემია, გოგოლესუბნის საჯარო სკოლა, ევროპული სკოლა, ოკლიფის სკოლა, 1993-დან); ასწავლის ფიზიკას დუშეთის რაიონის შატილის საჯარო სკოლასა და აითი სტეპ სკოლაში; არის ორი გამოგონებისა და 20-ზე მეტი სამეციერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. არის ფიზიკის 10-მდე სასკოლო და პროფესიული სასწავლებლების სახელმძღვანელოსა და ამოცანათა კრებულების ავტორი და თანაავტორი; 2023 წლიდან არის საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1994). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge; diogene.ge; facebook.com Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

