The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბერიშვილი

გიორგი ბერიშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს.

1980 წლიდან მუშობა დაიწყო გეოფიზიკის ინსტიტუტში; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1984); უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2009). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში: "Complex Geophysical Investigation of Some Characteristics of Strong Local Magnetic Anomalies in Guria (Georgia)" (JGGS. –Issue A. Physics of Solid Earth., 2011-2012, vol.15); "О возможности основания базисной модели магнитотера­певтического курорта в низкогорной Гурии" (Сборник трудов Ин-та геофизики АН Грузии, 2013, т. 64). ფიზკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "მეტად დაბალი სიხშირის (მდს) ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ურეკის გეომაგნიტური ანომალიის ინტერპრეტაცია და გეომაგნიტური ფაქტორების შესაძლო გავლენა ადამიანზე" (2003), აკადემიური დოქტორი (2007).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: