| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ბეროშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობით მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია, კვალიფიკაცია - ქიმიის მასწავლებელი 1983 წელს; მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს და ეკონომიკისა და საქმიან ურთიერთობების ფაკულტეტი 1994 წელს. 1983–1984წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად; 1984–2001წწ. მეცნიერ თანამშრომლად; 1988–1989წწ. ქიმიის მასწავლებლად; 2005-2012წწ. იყო მეთვალყურედ ეროვნულ გამოცდებზე; 2006-2007წწ. ასოცირებული პროფესორის სტატუსით, ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა, ზოგადი და არაორგანული ქიმიის სალექციო კურსს; 2007-2012წწ. იყო ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2001-2012წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტალორგანული ქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2012-2020წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარი; შემდეგ უფროსი ბიბლიოთეკარი; 2020 წლიდან უფროსი სპეციალისტი; მონაწილეობა აქვს მიღებული 4 საგრანტო პროექტში: ელექტრონული კომუნიკაცია ფეროცენულ ცენტრებს შორის ოქრო-რენიუმის ჰეტერომეტალური კლასტერის ბის (ფეროცენილალკინილ) ნაწარმებში; 2005-2009წწ. არის 30 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 გამოგონების ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2001). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (2001), მიანიჭეს დოქტორის აკადემიური ხარისხი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

