The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ქუმსიაშვილი

გელა ქუმსიაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1960
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1993  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პროფსასწავლებელი ელექტრო-აირ შემდუღებლის სპეციალობით.

მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, მუშაობდა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში მძღოლად, შემდეგ საქართველოს უშიშროების კომიტეტში. აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების გაერთიანებული სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების სამსახურის საბრძოლო განყოფილების საბრძოლო მომზადების ქვეგანყოფილების ინსტრუქტორად. დაიღუპა 1993 წლის 13 ივლისს საბრძოლო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.427

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: